30/07/2022
10:25
მსოფლიო
პატიმრების გაცვლის პროცესში რუსეთმა აშშ-ისგან, ვიქტორ ბუტთან ერთად, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებაც მოითხოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, კრასიკოვი 2019 წელს ბერლინში ზელიმხან „თორნიკე“ ხანგოშვილის მკვლელობისთვის გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
პატიმრების გაცვლის პროცესში აშშ-ს სურს, რუსეთის ციხიდან გამოიყვანოს ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პოლ უილანი და ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით გასამართლებული ბრიტნი გრაინერი. სანაცვლოდ, ვაშინგტონი მზადაა, გაათავისუფლოს რუსი ბიზნესმენი ვიქტორ ბუტი, რომელიც იარაღით ვაჭრობისთვის არის გასამართლებული.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გერმანელებს მიმართეს იმის თაობაზე, შეეძლოთ თუ არა მათ კრასიკოვის ჩართვა გაცვლის პროცესში, – განუცხადა „სიენენს“ გერმანიის მთავრობის მაღალჩინოსანმა წყარომ.
0
0