14/06/2024
12:43
კონფლიქტები
ქართული ეროვნული ლეგიონი რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად იქნა აღიარებული. ამის შესახებ TASS რუსეთის ეფ-ეს-ბეს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრზე დაყრდნობით წერს.
„ეფ-ეს-ბე-ს მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამხრეთ რაიონულმა სამხედრო სასამართლომ გასამხედროებული ფორმირება „ქართული ეროვნული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო. ამ გადაწყვეტილების და "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" ფედერალური კანონის საფუძველზე, ფორმირება შეტანილი იქნა ორგანიზაციების ერთიან ფედერალურ სიაში, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად, ტერორისტულად აღიარებული უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩათვლით, მისი საქმიანობა აკრძალულია რუსეთის ტერიტორიაზე“, - აცხადებენ ეფ-ეს-ბე-ში.
მანამდე ქართული ლეგიონის ლიდერმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, რომ მის მოწამვლას ცდილობდნენ. მამულაშვილი რუსეთში იძებნება.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024