02/11/2023
12:59
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ვერ განიხილა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოსთან შეერთების იდეა.
საერთაშორისო, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის გაფართოებული სხდომა უნდა გამართულიყო. თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარე ალხას ბარციცი ამბობს, რომ შეხვედრა აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ინალ არძინბას „არყოფნის გამო“ არ შედგა.
„სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა პლატფორმაზე გვესმის, რომ მიმდინარეობს დისკუსია აფხაზეთის სამოკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანებაზე. ამის საფუძველზე დეპუტატებმა გამოთქვეს სურვილი, მოეწვიათ შესაბამისი უწყება, კერძოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეკითხათ, რაზეა საუბარი“ - განუცხადა ბარციცმა საინფორმაციო სააგენტო „აიაშარას“.
„ჩვენ გვესმის, რომ დღეს არსებობს საკავშირო სახელმწიფო რუსეთსა და ბელარუსს შორის, მაგრამ არის თუ არა ეს ფორმა ჩვენთვის შესაფერისი ჩვენი შიდა პროცესების, ჩვენი კონსტიტუციის სპეციფიკიდან გამომდინარე?... არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ეხება ჩვენს მოსახლეობას და დეპუტატებს“ - აღნიშნა მან.
მისი თქმით, მომავალ კვირას შესაძლოა, საპარლამენტო კომიტეტის სხდომა ინალ არძინბას მონაწილეობით გაიმართოს.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024