26/08/2022
12:54
მსოფლიო
რუსეთისა და ბელარუსის სახელმწიფოების კავშირში აფხაზეთის გაწევრიანება შექმნის პირობებს, რათა გადაიჭრას რუსებისთვის უძრავი ქონების შეძენის საკითხი. ამის შესახებ რუსეთის დუმის, დსთ-ის კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინ ზატულინის განცხადებაშია აღნიშნული.
„მე მომხრე ვარ, რომ ეს (მოკავშირე სახელმწიფოების გაფართოება) მოხდეს. ვთვლი, რომ ეს შექმნის მთელი რიგი აქტუალური საკითხებისთვის ახალ პირობებს. ჩვენ აფხაზეთთან ერთად დავიწყეთ პარლამენტაშორისი ჯგუფების მუშაობა, რომლითაც ვცდილობთ, მაგალითად, გავამარტივოთ აფხაზეთ-რუსეთის საზღვრით გავლის პროცედურები და იქ ჩვენ მოვიყვანეთ მაგალითად რეჟიმი, რომელიც არსებობს რუსეთისა და ბელარუსის საზღვარზე საკავშირო სახელმწიფოების ფარგლებში. თუკი დადასტურდება აფხაზეთის სურვილი, გაწევრიანდეს საკავშირო სახელმწიფოებში და მოხდება მისი რეფორმირება, გამოჩნდება მწვანე შუქი, რომ ეს საკითხი ამ გზით გადაიჭრას. აფხაზეთი თუ საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდება, მხარეებს ასევე გაუადვილდებათ შეთანხმება იმაზე, რომ ამ ქვეყანაში რუსები იყიდიან მიწას“, – განაცხადა ზატულინმა.
თუმცა, ზატულინის თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტას აფხაზურ საზოგადოებაში არსებული შიშები აფერხებს.
„აფხაზეთის ოპოზიცია ცდილობს ეჭვების გაჩენას: ამბობენ, რომ თუ ეს მოხდება, ხვალ აფხაზები დაკარგავენ სახელმწიფოზე კონტროლს, მაგრამ აფხაზეთიდან ხომ მიწას ვერავინ წაიღებს და ასეთი შიშები, ფაქტობრივად, აფერხებს აფხაზეთის განვითარებას“, – აცხადებს ზატულინი.
0
0