რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნი ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანა
25/01/2022
14:43
მსოფლიო
A-
+A
რუსეთის ხელისუფლებამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ოფიციალურად ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანა. ამის შესახებ BBC იუწყება.
ნავალნის გარდა, ამ სიაში მოხვდნენ მისი თანამებრძოლები ლუბოვ სობოლი, გიორგი ალბუროვი და სხვები. ნავალნის გარდა, სიაში არსებული ყველა ადამიანი საზღვარგარეთ იმყოფება და რუსეთში მათზე ძებნაა გამოცხადებული.
სასამართლომ ნავალნის ყველა სტრუქტურა 2021 წლის ივნისში ექსტრემისტულად გამოაცხადა და მათი საქმიანობა აკრძალა. თავად ნავალნი 2021 წლის 17 იანვრიდან პატიმრობაში იმყოფება.
საერთო ჯამში ტერორისტების და ექსტრემისტების სიაში რუსეთში 12 ათასამდე ადამიანი ირიცხება. იქ მოხვედრის შემთხვევაში ამ ადამიანების საბანკო ანგარიშებს ყადაღა ედება. სიაში ხვდებიან ის პირები, ვინც ექსტრემისტული და ტერორისტული საქმიანობისთვის არის გასამართლებული, ასევე ის ადამიანები, ვინც ამ ორგანიზაციებს ფინანსური დახმარება აღმოუჩინეს
0
0
465
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%