17/11/2023
17:03
კონფლიქტები
რუსეთის დელეგაცია ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩავიდა.
სააგენტო Res-ის ცნობით, ნოვაკმა მონაწილეობა მიიღო ცხინვალში, ოსეტინსკაიას ქუჩაზე სამი საცხოვრებელი კორპუსის საცხოვრებელი კომპლექსის გახსნაში. სოციალური საცხოვრებლის მშენებლობა „სამხრეთ ოსეთის“ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
„მე პირველად ვარ სამხრეთ ოსეთში და ეს მართლაც შესანიშნავი რეგიონია. დღეს გავხსენით საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც აშენდა რესპუბლიკის განვითარების პროგრამის განხორციელების ფარგლებში და ეს ყველაფერი ხალხისთვისაა. ყველას გილოცავთ ამ ღონისძიებას“, - განაცხადა ნოვაკმა.
დღეს ცხინვალში რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა გაიმართება.
0
0