10/10/2024
10:38
მსოფლიო
რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა წუხელ ქვეყნის ტერიტორიაზე 92 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 47 დრონი კრასნოდარის მხარეში გაანადგურეს.
„წუხელ, როდესაც კიევის რეჟიმმა სცადა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 92 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, აქედან 47 უპილოტო საფრენი აპარატი კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 12 - კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, 9 - როსტოვის ტერიტორიაზე, 4 - ბრიანსკის ტერიტორიაზე, ორ-ორი დრონი ბელგოროდის ოლქსა და ყირიმის რესპუბლიკაში, ერთი - ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე და 15 უპილოტო საფრენი აპარატი - აზოვის ზღვის თავზე“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
0
0