24/07/2022
16:00
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ოდესის პორტზე მიტანილ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურნენ.
უწყების ცნობით, ოდესის პორტში მათ უკრაინული სამხედრო ხომალდი და აშშ-ის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული Harpoon-ის ტიპის რაკეტების საწყობი გაანადგურეს.
გარდა ამისა, უწყებამ სარაკეტო დარტყმის განხორციელების ვიდეო გამოაქვეყნა.
მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების ხელმოწერიდან მეორე დღეს უკრაინამ რუსეთი ოდესის პორტის დაბომბვაში დაადანაშაულა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ოდესის პორტზე განხორციელებული დარტყმები დაგმო.
22 ივლისს რუსეთმა და უკრაინამ სტამბოლში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტს უზრუნველყოფს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები არ მიიტანენ იერიშს საპორტო ინფრასტრუქტურაზე, რომელზეც შეთანხმება ვრცელდება, მათ შორის ოდესის პორტზე.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024