03/10/2022
16:50
მსოფლიო
რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო დუმამ, დაამტკიცა კანონები უკრაინის ოთხი ტერიტორიის ანექსიის შესახებ.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კანონპროექტისა და საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღდეგ, რომელიც ითვალისწინებს ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების რუსეთში გაერთიანებას, ხმა არცერთ დეპუტატს არ მიუცია.
შეგახსენებთ, 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ „ხელმძღვანელებმა“, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელებმა“, ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.
0
0