18/10/2023
14:53
კონფლიქტები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ ღრომისა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ბალაანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
სუს-ის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი.
"ინფორმაცია უკანონო დაკავებების მორიგი ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს". - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ქმედებებზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024