14/09/2023
17:19
კონფლიქტები
"ექვსი ოსური ოჯახის წარმომადგენლებმა საქართველოში, თრუსოს ხეობაში წინაპრების საფლავები და უძველესი სალოცავი მოინახულეს" - წერს რუსული პროპაგანდისტული მედია და აღნიშნავს, რომ ეს შესაძლებელი გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის წარმომადგენლებსა და ქართულ მხარეს შორის, 2 თვიანი მოლაპარაკებებით.
„საქართველოს თრუსოს ხეობაში ექვსი ოსური ოჯახის წარმომადგენელმა, 23-მა ადამიანმა, შეძლო სამშობლოს მონახულება. ვიზიტის კოორდინაცია დაახლოებით ორი თვე გაგრძელდა საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების განყოფილების უფროსის, დიმიტრი ტროფიმოვის მონაწილეობით. თრუსოს ხეობის ხალხის მოთხოვნით, ოფიციალური ნოტა გაეგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე გამოიყენეს პირადი კონტაქტები საქართველოს კომპეტენტური ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ქართველი სამღვდელოებასთან“, - განუცხადა TASS-ს ვლადიკავკაზში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ბაგირ მამიევმა.
მედიის ცნობით, ჯგუფში, რომლებიც თრუსოს ხეობაში იმყოფებოდნენ, შედიოდნენ როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლები, ისე ახალგაზრდები, რომლებმაც ხეობა პირველად ნახეს.
0
0