07/06/2024
12:03
ეკონომიკა
რუსეთის მთავრობამ არ დაუჭირა მხარი საქართველოდან ღვინის იმპორტის გადასახადების შეღავათიანი რეჟიმის გაუქმების წინადადებას, როცა ისინი ნულის ტოლია. ამის შესახებ რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაციის (AVVR) აღმასრულებელმა მდივანმა ალექსეი პლოტნიკოვმა განაცხადა.
მარტის დასაწყისში ასოციაციამ რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა, ნატოს ქვეყნებიდან ღვინის იმპორტზე 200%-ანი გადასახადი დააწესოს და ასევე საქართველოდან ღვინის იმპორტის შეღავათიანი რეჟიმი გაუქმებულიყო.
„პუნქტი, რომელსაც მხარდაჭერა არ მიუღია, ეს უკვე ნათელია, არის ჩვენი წინადადება, გაუქმდეს საშეღავათო პერიოდი ქართული ღვინისთვის, რომელიც რუსულ ბაზარზე ნულოვანი გადასახადით შემოდის“, - განაცხადა პლოტნიკოვმა.
მანვე განმარტა, რომ მთავრობამ ამ წინადადებას უპასუხა: „არა, ჯერ დრო არ არის“.
0
0
ხანძრის შედეგად ათი მოხუცი დაიღუპა
15/11/2024