რუსეთის მოქალაქეებს და რუსების მიერ დაფუძნებულ კომპანიებს ანგარიშებს არ ვუხსნით - "პროკრედიტ ბანკი"
17/03/2022
12:33
ეკონომიკა
A-
+A
"პროკრედიტ ბანკი" განცხადებას ავრცელებს. ბანკი აღნიშნავს, რომ ისინი არ უხსნიან ანგარიშებს იმ პირებს, რომლებიც მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები არიან. ბანკი ასევე განმარტავს, რომ ისინი არ ხსნიან ანგარიშებს იმ კომპანიებისთვისაც, რომელთა ბენეფიციარი მფლობელებიც რუსეთის მოქალაქეები არიან.
"ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, გაზრდილია დაინტერესება რუსეთის მოქალაქეებისთვის და რუსეთში დაფუძნებული კომპანიებისთვის ანგარიშების გახსნის თაობაზე. ჩვენი კლიენტების და საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ:
"პროკრედიტ ბანკი" არ უხსნის ანგარიშებს კომპანიებს, დაფუძნებულს რუსეთის ფედერაციაში, ან იურიდიულ პირებს რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან რუსეთის მოქალაქეები.
"პროკრედიტ ბანკი" არ უხსნის ანგარიშებს ფიზიკურ პირებს მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობით.
"პროკრედიტ ბანკი" - გერმანული საბანკო ჯგუფი ევროპული ფასეულობებით თანადგომას უცხადებს უკრაინას!" - წერს პროკრედიტ ბანკი ოფიციალური Facebook გვერდით გავრცელებულ განცხადებაში.
0
0
447
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%