24/02/2022
15:00
მსოფლიო
- ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში.
„ეს განახლებული თავდასხმა საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევაა. ეს აგრესიის აქტია დამოუკიდებელი მშვიდობიანი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ უკრაინელი ხალხისა და მისი ლეგიტიმური, დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ყოველთვის შევინარჩუნებთ სრულ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის მის ტერიტორიულ წყლებში. რუსეთს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ქმედება და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან და მის გარშემო ტერიტორიიდან, სრულად სცეს პატივი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და დაუშვას უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა და დახმარება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ნატო ასევე მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას ძალადობისა და აგრესიის გზაზე, რომელიც მან აირჩია.
„რუსეთის ლიდერებმა სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ თავიანთი ქმედებების შედეგებზე. რუსეთი ძალიან მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფასს გადაიხდის. ნატო გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან. რუსეთის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას და ამას გეოსტრატეგიული შედეგები მოჰყვება. ნატო გააგრძელებს საჭირო ზომების მიღებას ყველა მოკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ განვათავსებთ დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებით საზღვაო საშუალებებს. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ძალების მზადყოფნა ყველა გაუთვალისწინებელ სცენარზე რეაგირებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
0
0