23/12/2022
16:08
სამხედრო
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მიერ 21 დეკემბერს თავდაცვის სამინისტროს საბჭოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებების შესახებ ანალიზი გამოაქვეყნა, რომელშიც მიმოხილულია რუსეთის სამხედრო უწყების გეგმები ქვეყნის შეიარაღებული ძალების რაოდენობის ზრდის შესახებ.
როგორც სერგეი შოიგუმ განაცხადა, რუსეთი თავისი არმიის რაოდენობას დაახლოებით 30%-ით 1,5 მილიონ სამხედრო მოსამსახურამდე გაზრდის, თუმცა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, „გაურკვეველია, რუსეთი როდის მიაღწევს ამ დონეს“.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არმიის რაოდენობის გაფართოება მოიცავს, მინიმუმ, ორი ბრიგადის განლაგებას ჩრდილო-დასავლეთ რუსეთში, რომლებიც ეტაპობრივად გაიზრდება - ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების სავარაუდო საფრთხის გათვალისწინებით.
„ეს რუსეთის ერთ-ერთი პირველი შორს გამიზნული მცდელობაა იმის შესახებ, თუ როგორ მიისწრაფვის კრემლი - მოარგოს თავისი ძალები უკრაინაში შეჭრის შედეგად წარმოქმნილ გრძელვადიან სტრატეგიულ გამოწვევებს,“ - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
0
0