04/07/2023
12:15
კონფლიქტები
რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი სამუშაო ვიზიტით აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში იმყოფება.
როგორც ინტერფაქსი ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რეშეტნიკოვი აპირებს ეწვიოს არაერთ ობიექტს, რომლებიც აღდგენილია რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
რეშეტნიკოვი ასევე მოინახულებს მოსკოვი-რეზორტის და ბინების კომპლექსის მშენებლობას ბიჭვინთაში.
ობიექტების დათვალიერების შემდეგ, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი დღის მეორე ნახევარში აფხაზეთის დეფაქტო ლიდერს ასლან ბჟანიას შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ივნისში რეშეტნიკოვმა ხელი მოაწერა შეთანხმებას „აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს“ დეფაქტო ხელმძღვანელთან სოხუმის აეროპორტის საქმიანობის აღდგენის შესახებ.
2022 წლის აგვისტოში აფხაზეთში ყოფნისას რეშეტნიკოვმა თქვა, რომ იმ დროში, რაც რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა სცნო, „უზარმაზარი სამუშაო გაკეთდა ინფრასტრუქტურული ობიექტების რეკონსტრუქციისა და აღდგენისთვის“. მისი აზრით, აფხაზეთის განვითარებას კომპლექსურად უნდა მიუდგნენ.
0
0