რუსეთის დუმამ ოკუპირებულ აფხაზეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა
29/06/2023
15:46
კონფლიქტები
A-
+A
რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებულ აფხაზეთთან ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა - იუწყება „რია ნოვოსტი“.
„რატიფიცირებულია რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის 2022 წლის 27 სექტემბერს მოსკოვში ხელმოწერილი ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმება“ - ნათქვამია კანონპროექტში.
მანამდე დოკუმენტი რატიფიცირებული იყო ე.წ. აფხაზეთის სახალხო კრების მიერ. ის მიზნად ისახავს რუსეთისა და აფხაზეთის „მოქალაქეობის“ მქონე პირთა სამართლებრივი სტატუსის დარეგულირებას და ასევე მოიცავს დებულებებს „რესპუბლიკის“ მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
0
0
302
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%