30/06/2023
11:16
კონფლიქტები
რუსეთის სახელმწიფო დუმამ თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკასთან გაფორმებული ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
2022 წლის 27 სექტემბერს დოკუმენტი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ შეადგინეს. ამის შესახებ ekhokavkaza იუწყება.
დოკუმენტი ითვალისწინებს აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შემოღებას. მანამდე არძინბამ განაცხადა, რომ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა არ იცვლება.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის უფროსის, ლაშა ავიძბას განცხადებით, შეთანხმება საშუალებას მისცემს რუსეთის მოქალაქეობა მოიპოვოს აფხაზეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე.
„აფხაზეთის მოქალაქეები სრულად ისარგებლებენ რუსეთის ფედერაციაში სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, სამედიცინო დახმარების უფლებით და ასევე იმოგზაურონ რუსეთის ფარგლებს გარეთ, საზღვარგარეთ ახლო და შორეულ ქვეყნებში“, - განაცხადა მან.
აფხაზეთის დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად განცხადებების მიღების პროცედურის დაწყების შესახებ აფხაზეთის მოქალაქეებს წინასწარ ეცნობებათ.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება ასევე ეხება სამხედრო სამსახურს:
„პირები, რომლებიც ორივე მხარის მოქალაქენი არიან, სამხედრო სამსახურს ასრულებენ იმ მხარეში, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ გაწვევის დროს“.
0
0