რუსეთის ციხიდან გათავისუფლებულმა ამერიკელმა ქალმა ოლიმპიური ოქრო მოიპოვა
12/08/2024
14:20
სპორტი
A-
+A
აშშ-ის ქალთა ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ფინალურ შეხვედრაში, მინიმალური ანგარიშით, 67:66-ით, სძლია საფრანგეთის ეროვნულ გუნდს.
ოლიმპიური ოქროს მედალი გადაეცა ვეტერან კალათბურთელს, 33 წლის ცენტრს, ბრიტნი გრაინერს, რომელიც 2022 წელს დააკავეს რუსეთში ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით.
რუსეთის სასამართლომ გრაინერს 9 წელი მიუსაჯა სასჯელაღსრულების კოლონიაში, მაგრამ მოგვიანებით, იმავე წელს, ყოფილ იარაღის დილერ, რუს ვიქტორ ბუტში გაცვალა.
ამერიკის ქალთა ნაკრებმა ზედიზედ მერვედ მოიგო ოლიმპიადა, ხოლო ბრიტნი გრაინერი მესამედ გახდა ოლიმპიური ოქროს მფლობელი.
ამერიკის ეროვნული საკალათბურთო გუნდის ცენტრალური თავდამსხმელი 2016 წელს ბრაზილიის, ხოლო 2021 წელს იაპონიის ოლიმპიადების ოქროს მედლების მფლობელიცაა.
0
0
161
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%