19/03/2022
01:01
მსოფლიო
რუსეთის ფედერალურ არხებს წამყვანი ჟურნალისტები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ. დღეს ცნობილი გახდა, რომ პირველი არხი დატოვა ჟანა აგალაკოვამ, რომელიც ამ არხზე 1999 წლიდან მუშაობდა. 2005 წლიდან კი ის სპეცკორესპოდენტი იყო პარიზში.
ზუსტად ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მისმა კოლეგამ, НТВ-ს ჟურნალისტმა ვადიმ გლუსკერმა. მისი ბოლო რეპორტაჟი 26 თებერვალს გავიდა ცენტრალური ტელევიზიით. რამდენიმე დღის შემდეგ კი საერთოდ დატოვა ტელევიზია.
ყველაზ დიდი დარტყმა კი თაყვანისმცემლებისთვის გადაცემა Сегодня-ს წამყვანის ლილია გილდეევას წასვლა გახდა. როგორც ცნობილი ხდება, გილდეევამ ჯერ რუსეთი დატოვა და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთა განცხადება წასვლაზე. НТВ-ში ირწმუნებიან, რომ წამყვანის შემცვლელი უკვე ჰყავთ და გადაცემა არ ჩავარდება.
ასევე, დღეს დილით, ცნობილი გახდა, რომ კონსტანტინ ერნსტმა რუსეთის პროპაგანდისტული ტელევიზიის, “პირველი არხის” დირექტორთა საბჭო დატოვა.
რუსული მედიის ცნობით, ამ დროისთვის კონსტანტინ ერნსტი რაიმე დამატებით კომენტარს არ აკეთებს. მან მხოლოდ მოკლე განცხადება გაავრცელა წასვლის შესახებ. თუმცა, ფაქტია, მისი წასვლა უკავშირდება ბოლო დღეეში ამ არხზე განვითარებულმოვლენებს.
0
0