19/07/2024
20:27
კონფლიქტები
კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე დიდი კავკასიური ბილიკის შექმნა იგეგმება. საკითხზე, გროზნოში, კავკასიის საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს.
რუსეთის კურორტ "კრასნაია პოლიანას" გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დირექტორის განცხადებით, ყარაჩაი - ჩერქეზეთიდან აფხაზეთამდე და კრასნაია - პოლიანადან რიწის ეროვნულ პარკამდე ტურისტული მარშრუტის შექმნა, შესაძლებელია.
"აფხაზეთს შეუძლია, მთიან რაიონებში ტურიზმის აღორძინებისა და განვითარების პროექტში მონაწილეობა მიიღოს", - განაცხადა ლევ შარაგოვმა.
ტურისტული მარშრუტის "კავკასიური ბილიკის" შესაქმნელად დაახლოებით 5 მილიარდი რუბლია საჭირო. ამის შესახებ Kavkaz.RF-ის გენერალური დირექტორის მრჩეველმა ალექსეი ელინმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ პროექტს 20-ზე მეტი შესასვლელი პუნქტი ექნება. ბილიკის საერთო სიგრძე 3,3 ათასი კილომეტრი იქნება.
0
0