12/12/2022
17:51
ეკონომიკა
რუსეთი 14 დეკემბრიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებულ გადასახადს 12%-ით ზრდის.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 1 ტონა ხორბლის საექსპორტო ბაჟი 3 143.4 რუბლით განისაზღვრება, ნაცვლად არსებული 2 806.8 რუბლისა, რომელიც აქტიური 13 დეკემბრამდეა.
ქერზე არსებული ბაჟი 2 315 რუბლიდან 2603,1 რუბლამდე გაიზრდება, სიმინდზე მოქმედი ნულოვანი ბაჟი კი 76,2 რუბლი გახდება.
ახალი ტარიფები 20 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
ცნობისთვის: 2022 წლის 6 ივლისიდან საექსპორტო ბაჟი რუბლში ანგარიშობენ, რადგან 2022 წლის 30 ივნისს მთავრობამ ბაჟის დოლარიდან რუბლში გადაყვანის განკარგულება გამოსცა.
რუსეთმა მარცვლეულზე საექსპორტო ბაჟი 2021 წლის 2 ივნისს აამოქმედა. ის ყოველკვირეულად საინდიკაციო ფასებიდან გამომდინარეობს, რომელიც მოსკოვის ბირჟაზე დარეგისტრირებული საექსპორტო ხელშეკრულებების ფასებს ეფუძნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის ხორბლის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, ამ ბაზარზე დამოკიდებულება 93% იყო. მიმდინარე წლის 10 თვეში ქვეყანაში ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა.
ოფიციალური სტატისტიკით, იმპორტირებული ხორბლის ღირებულება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 38.5%-ით, ხოლო მოცულობა 57.8%-ითაა შემცირებული. შესაბამისად, წელს 134 322 ტონა ხორბლის შესაძენად საქართველოდან 48.3 მლნ დოლარი გავიდა.
წყარო: bm.ge
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26/11/2024