04/02/2022
11:16
მსოფლიო
ერთ-ერთი ვარიანტია გაყალბებული ვიდეო, სადაც ასახულია თავდასხმის ინსცენირება და გადაღება, აფეთქების გრაფიკული შედეგები; აფეთქების სამიზნე რუსები არიან, ნაჩვენებია უამრავი მსხვერპლი, განადგურებული ადგილები, ყალბი უკრაინული სამხედრო ტექნიკა, თურქული წარმოების დრონები და თურქი მსახიობები, რომლებიც რუსულენოვან მგლოვიარეებს განასახიერებენ.
როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რუსეთის უშიშროების სამსახურების მიერ პროპაგანდისტული ვიდეოს დამზადება ერთ-ერთი იმ ვარიანტებთაგანია, რომლებსაც რუსეთის მთავრობა ამუშავებს, როგორც ყალბ საბაბს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დასაწყებად და პოტენციურად გასამართლებლად.
გავრცელებულ ინფორმაციას კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი, გამოეხმაურა.
„ეს რუსული პროვოკაციების შესახებ დეტალების გავრცელების პირველი შემთხვევა არ არის. მსგავსი რამ ადრეც ითქვა, მაგრამ უშედეგოდ“, - თქვა პესკოვმა.
იმავდროულად, რუსეთის ელჩმა ევროკავშირში, ვლადიმერ ჩიჟოვმა, CNN-ს განუცხადა, რომ მოსკოვი რაიმე სამხედრო ოპერაციის ჩატარებას არ გეგმავს.
ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა რვა წელია გრძელდება მას შემდეგ, რაცრუსეთმა სამხრეთ უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში სისხლიან აჯანყებას მხარი დაუჭირა.
0
0