18/06/2024
16:52
კონფლიქტები
საქართველოს ხელისუფლებამ „ისწავლა გაკვეთილი ამ კრიმინალური ავანტიურიდან“ - ასეთ კომენტარს აკეთებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესაძლო გაუქმების საკითხზე. რუსული „კომსომოლსკაია პრავდას“ ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რეალობად იქცეს „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ქვეყანაში (საქართველოში) დაბრუნება“, როგორც ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ თვითგამოცხადებულმა „რესპუბლიკებმა“ სუვერენული არჩევანი, ჯერ კიდევ, 2008 წელს გააკეთეს, მას შემდეგ, რაც სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა ერთის საქართველოში ძალით დაბრუნებას, მეორეს კი, მსგავსი ქმედებებით დაემუქრა“.
„როგორც გვესმის, საქართველოს ხელისუფლებამ გაკვეთილი ისწავლა ამ კრიმინალური ავანტიურიდან და მიზნად ისახავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დაბრუნებას“ მშვიდობიანი გზით. უპირველეს ყოვლისა, საუბარია ქართულ „რეინტეგრაციის“ პროგრამებსა და ინიციატივებზე, რომელთაგან მთავარია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. აფხაზებმა და სამხრეთ ოსეთმა არაერთხელ გამოხატეს თავიანთი ნეგატიური დამოკიდებულება მათი სუვერენული სტატუსის „გაბუნდოვნების“ და საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მოქცევის მცდელობის მიმართ და აღნიშნეს, რომ ერთადერთი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იქნება ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარება“, - ამბობს გალუზინი. .
მისივე თქმით, ამავდროულად, თბილისი-სოხუმი-ცხინვალის ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია, თუ მივიღებთ „არსებულ რეალობას“ და მზად ვართ „ავაშენოთ ურთიერთობები რესპუბლიკებთან თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების პრინციპებზე.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024