06/06/2022
11:15
მსოფლიო
New York Times-ის ინფორმაციით, მაისის შუა რიცხვებში, შეერთებულმა შტატებმა 14 (ძირითადად აფრიკის კონტინენტის) ქვეყანას აცნობა, რომ მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემები უკრაინის მახლობლად მდებარე პორტებს ტოვებდნენ“.
„რუსეთი აფრიკის ქვეყნებს შორის უკრაინაში მოპარული მარცვლეულის მყიდველებს ეძებს,“ - ნათქვამია ასევე NYT-ის ანგარიშში.
უკრაინული მხარის განცხადებით, თებერვალში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ, რუსეთმა 100 მილიონი დოლარის ღირებულების 500 000 ტონამდე ხორბალი მოიპარა. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, მარცვლეულის უმეტესი ნაწილი რუსეთის მიერ კონტროლირებად ყირიმის პორტებში, შემდეგ კი - გემებზე გადაიტანეს, რომლებზეც დაწესებულია დასავლეთის სანქციები.
პარასკევს, ვლადიმერ პუტინი აფრიკის კავშირის ხელმძღვანელს, სენეგალის პრეზიდენტ მაკი სალს შეხვდა, რომელიც მარცვლეულის მომარაგების პრობლემის გადაწყვეტის გზების პოვნას შეეცადა. სენეგალის პრეზიდენტმა დასავლეთს სანქციების მოხსნისკენ მოუწოდა. აფრიკის ქვეყნები მწვავედ განიცდის მარცვლეულის დეფიციტის კრიზისს, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადით, რის შედეგადაც მარცვლეულის, კულინარიული ზეთების, საწვავისა და სასუქის ფასები გაიზარდა.
0
0