10/02/2024
14:01
კონფლიქტები
რუსეთი განაგრძობს ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზი მეგობრების დახმარებას სახელმწიფოს მშენებლობაში, უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოების კუთხით.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომელმაც უპასუხა მედიის შეკითხვას დსთ-ს წევრ ქვეყნებთან, ასევე საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან 2023 წელს ურთიერთობების განვითარების შედეგებთან დაკავშირებით.
"ჭეშმარიტი ალიანსის სულისკვეთებით, ამიერკავკასიის ახალგაზრდა რესპუბლიკები თანმიმდევრულად უჭერენ მხარს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. ადგილობრივი მოხალისეები რუს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იბრძვიან, სოხუმი და ცხინვალი რეგულარულად აგზავნიან ჰუმანიტარულ დახმარებას დონბასში", - თქვა ზახაროვამ.
0
0