10/02/2022
10:39
მსოფლიო
კრემლის სპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთი და ბელარუსი "უპრეცედენტო საფრთხეების წინაშე დგანან".
თუმცა, როგორც ევროკავშირში რუსეთის ელჩმა, ვლადიმერ ჩიჟოვმა, BBC-ს განუცხადა, რუსეთს ჯერ კიდევ სჯერა, რომ უკრაინის კრიზისის დეესკალაცის საკითხი შეიძლება დიპლომატიით მოგვარდეს. მისი თქმით, ბელარუსში ამჟამად განლაგებული რუსული ჯარები წვრთნების შემდეგ მუდმივ ბაზებს დაუბრუნდებიან.
ნატოს განცხადებით, ერთობლივი წვრთნები ყოფილ საბჭოთა ბელარუსში, ცივი ომის შემდეგ, რუსეთის ჯარების ყველაზე მასშტაბური დისლოცირების ნაწილს წარმოადგენს.
თეთრმა სახლმა სამხედრო წვრთნებს "დეესკალაციის ხელშემწყობი" ქმედება უწოდა უკრაინის გარშემო შექმნილი დაძაბულობის გათვალისწინებით. ზოგიერთმა დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმა შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. 10 თებერვალს, კონფლიქტის მოგვარების მიზნით, ევროპის მასშტაბით, დიპლომატიური მოლაპარაკებები დაიგეგმა.
რუსეთმა კი არაერთხელ უარყო უკრაინაში შეჭრის გეგმა, მიუხედავად იმისა, რომ საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა.
0
0