20/12/2023
19:21
კონფლიქტები
რუსეთი ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დაფინანსებას წყვეტს. ამის შესახებ დეფაქტო პარლამენტის საბიუჯეტო და გადასახადების კომიტეტის თავმჯდომარემ ელენა ჯიოევამ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, 2016 წლიდან „სამხრეთ ოსეთის“ სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროგრამის დაფინანსების ძირითადი ნაწილი 3 მილიარდ 609 მილიონ რუბლს შეადგენს, 2024 წლისთვის კი 3 მილიარდ 325 მილიონ რუბლს შეადგენს.
„რუსულმა მხარემ 284 მილიონი რუბლის თანხები დააყადაღა. 2023 წლის ბიუჯეტზე შეთანხმება არსებობს. რაც შეეხება 2024 წელს, ბიუჯეტში ჯერ არ არის გათვალისწინებული საჭირო თანხები.“, - განაცხადა ჯიოევამ.
მან დასძინა, რომ რუსეთმა უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო მხარდაჭერა „სამხრეთ ოსეთში“ საინვესტიციო პროექტებისთვის, რომელთა სახსრების მაქსიმალური ლიმიტი 408 მილიონი რუბლია.
„სამხრეთ ოსეთს ჯერ ისევ არ მიუღია ეს თანხა“, - განაცხადა ჯიოევამ.
0
0