25/02/2022
13:09
ომი უკრაინაში
ეს მოჰყვა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას რუსეთის ეროვნულ ავიაკომპანია Aeroflot-ის დიდ ბრიტანეთში დაფრენის აკრძალვის შესახებ, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ დაწესებული სანქციების ნაწილია.
უკრაინის საჰაერო სივრცე კი ხუთშაბათს ჩაიკეტა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქვეყანაში სამხედრო ოპერაციები დაიწყო.
"ვფიქრობ, ეს მათი მხრიდან შურისძიებაა Aeroflot-თან დაკავშირებით ჩვენ მიერ დაწესებული აკრძალვის შემდეგ. ეს არის მათი რეაქცია,“ - განუცხადა ITV-ს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა.
როგორც რუსეთის საავიაციო სტრუქტურამ განაცხადა, „რუსეთის საჰაერო სივრცით სარგებლობაზე შეზღუდვა დაწესდა იმ თვითმფრინავების ფრენებისთვის, რომლებსაც ფლობს, იჯარით აქვს აღებული ან ოპერირებას უწევს დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული ან მასთან დაკავშირებული ორგანიზაცია“.
მანამდე კი, IAG-მა - ავიაკომპანიის ჯგუფმა, რომელიც British Airways-ის მფლობელია, განაცხადა, რომ ამჟამად თავს არიდებს რუსეთის საჰაერო სივრცით სარგებლობას. British Airways-ი, ჩვეულებრივ, კვირაში სამ რეისს ახორციელებს ლონდონსა და მოსკოვს შორის.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024