18/10/2024
14:40
მსოფლიო
Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთი, მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით რეგიონში, „იარსის“ [სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი] კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი დანაყოფის საბრძოლო მზადყოფნას გამოცდის.
„იარსს“, რომელიც შეიძლება განლაგდეს რაკეტის გამშვებ დანადგარებში ან დამონტაჟდეს მობილურ გამშვებ დანადგარებზე, 11000 კმ-მდე მანძილზე ვრცელდება და მრავალი ბირთვული ქობინის მიწოდება შეუძლია. 2024 წელს, რუსეთმა ბირთვული წვრთნების სერია ჩაატარა, რაც უსაფრთხოების ანალიტიკოსების თქმით, მიზნად ისახავს დასავლეთის შეკავებას უკრაინის ომში უფრო ღრმა ჩარევისგან. მანამდე კი, ნატომ ყოველწლიური ბირთვული წვრთნები ჩაატარა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი "გამარჯვების გეგმა" გამოაქვეყნა.
უახლეს წვრთნებში ტვერის რეგიონის ქვედანაყოფები ერთვებიან, რომლებიც, საჰაერო თავდასხმისა და მტრის დივერსიული დაჯგუფებისგან თავდაცვის მიზნით, კამუფლაჟის მეთოდით, „იარსის“ რაკეტებს 100 კმ-მდე მანძილზე გადააადგილებენ.
0
0