რუსეთი არ დაუშვებს ახალ ხოცვა-ჟლეტას დონბასში - რუსეთის ელჩი გაეროში
22/02/2022
11:34
კონფლიქტები
A-
+A
„მოსკოვის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება არ ცვლის მინსკის შეთანხმებების მხარეთა შემადგენლობას და უკრაინის ვალდებულებას შეასრულოს ისინი“, - განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ.
მისი თქმით, მინსკის შეთანხმებები მკვდარი არაა.
„კიევი კვლავ ვალდებულია შეასრულოს ისინი. ჩვენ კვლავ ღია ვართ დიპლომატიური გადაწყვეტისთვის, მაგრამ აღარ ვაპირებთ დონბასში ახალი სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის დაშვებას“, - აღნიშნა რუსეთის ელჩმა.
რუსეთის ელჩი გაეროში აცხადებს, რომ რუსეთი მინსკის შეთანხმებების მხარეს არ წარმოადგენს.
„ის ფაქტი, რომ რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, მინსკის შეთანხმებების მხარეთა შემადგენლობას არ ცვლის. რუსეთი ამ შეთანხმებაში მხარეს არ წარმოადგენს. ჩვენ ეს არაერთხელ განვაცხადეთ და, შესაბამისად, არაფერი შეცვლილა ამ კუთხით. მინსკის შეთანხმებები, რომლის დებულებების ნაწილი ჯერ კიდევ 2015 წელს უნდა განხორციელებულიყო, დიდი ხანია უკრაინა ღიად არღვევს“, - განაცხადა ვასილი ნებენზიამ.
0
0
573
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%