რუსებმა სუმში სამედიცინო დაწესებულება დაბომბეს - დაღუპულია 6 ადამიანი
28/09/2024
12:47
მსოფლიო
A-
+A
სუმში სამედიცინო დაწესებულებაზე რუსების მიერ "შაჰიდის" ტიპის დრონებით ორმაგ თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო ავრცელებს.
"სუმში რუსებმა ორჯერ დაარტყეს სამედიცინო დაწესებულებას: ამ დროისთვის, 6 ადამიანი დაიღუპა," - განაცხადა კლიმენკომ.
მისივე თქმით, პირველი დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და საავადმყოფოს რამდენიმე სართული დაინგრა, რის შემდეგაც პაციენტებისა და პერსონალის ევაკუაცია დაიწყო. შემთხვევის ადგილზე ხალხის დასახმარებლად მაშველები და პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. ევაკუაციის დროს, დაწესებულებას მტერმა კიდევ ერთხელ დაარტყა. დაღუპულებს შორის ერთი პოლიციელია, დაშავდა კიდევ ერთი სამართალდამცავი.
0
0
30
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%