რუსებმა ოკუპირებულ ახალგორში ადგილობრივი ადმინისტრაციის თანამშრომელი დააკავეს
18/01/2024
21:00
კონფლიქტები
A-
+A
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ოკუპირებული ახალგორის ადმინისტრაციის თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება გამოცემა „საპაზე" დაყრდნობით ავრცელებს. ირკვევა, რომ 29 წლის დავით კ. სოფელ ახმაჯში, ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
„დაკავებული საქართველოს ტერიტორიიდან მოდიოდა. ახლა სამართალდამცავები არკვევენ, რატომ გადაკვეთა მან საზღვარი და გადაწყვეტენ, დააკისრონ თუ არა მას ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა. საჯარო მოხელეს 30-დან 75 ათას რუბლამდე ჯარიმა ემუქრება“, - წერს გამოცემა.
ამ დროისთვის, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ უწყებებს ოკუპირებული ახალგორის ადმინისტრაციის თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
0
0
1019
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%