03/11/2024
11:32
მსოფლიო
რუსულმა ძალებმა კიევს გუშინ ღამით Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, დაზიანებები დაფიქსირდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დრონებით თავდასხმის გამო, უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაში ღამით ორჯერ გამოცხადდა და ხუთსაათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.
კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს განცხადებით, თავდაცვის ძალებმა ყველა დრონი გაანეიტრალეს. ნამსხვრევების ჩამოვარდნა შევჩენკოსა და გოლოსეევსკის რაიონებში დაფიქსირდა. შევჩენკოს რაიონში დაზიანდა გზის საფარი, განათების ბოძები და ელექტროენერგიის ქსელები. სულ მცირე ხუთ კორპუსში აფეთქების ტალღამ მინები დააზიანა.
სერგეი პოპკოს განცხადებით, დრონებით იერიშის შედეგად არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა.
0
0