02/09/2024
20:35
ტურიზმი
რუსეთის ტურიზმის ასოციაციის (АТОР) ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეების 90%-მა ზაფხულში 6 ქვეყანაში იმოგზაურა. როგორც ასოციაცია წერს, პირველ ადგილზე თურქეთია, რომელსაც სამ თვეში 2.75 მლნ რუსი ეწვია. რუსეთის მოქალაქეების ინტერესი ანტალიაზე გაიზარდა, დედაქალაქს რუსეთიდან 1.75 მლნ დამსვენებელი ეწვია.
ტურიზმის ასოციაციის მონაცემებით, მეორე ადგილზე ოკუპირებული აფხაზეთია, რომელსაც ის ქვეყნად მიიჩნევს. ოკუპირებულ ტერიტორიას ივნისი - აგვისტოს პერიოდში ერთი მილიონი ადამიანი ესტუმრა. სტატისტიკის მიხედვით, 45% კრასნოდარის ტერიტორიის კურორტებიდან ერთდღიანი ექსკურსიები იყო. მოგზაურების სტატისტიკაში ოკუპირებული აფხაზეთის წილი 19.4%-ია.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რუსეთის 380 000 მოქალაქე ჩავიდა, საიდანაც მათმა ნაწილმა ქვეყანა ტრანზიტისთვის გამოიყენა.
ამასთან, ტუროპერატორების ასოციაცია წერს, რომ TOP-10 ქვეყანაში შედის საქართველო, აზერბაიჯანი და დსთ-ს ქვეყნები. მისი ინფორმაციით, ამ ქვეყნებზე ინტერესი 30%-ით გაიზარდა, ძირითადად საქართველოს და ნაწილობრივ აზერბაიჯანის მზარდი პოპულარობის გამო.
0
0