11/08/2022
18:36
მსოფლიო
რუსებისთვის ვიზების გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაშია და თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში მათ შეუძლიათ, უარი თქვან ვიზაზე საკუთარი უსაფრთხოების გამო, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა.
ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის უკანონო, გაუმართლებელი აგრესიის გამო უკრაინის წინააღმდეგ, უპირველეს ყოვლისა, უკრაინა, მაგრამ ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნები უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დადგნენ.
„გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ელემენტი. ეს არის ის ფაქტი, რომ რუსეთიდან ბევრი საკონსულოს თანამშრომელი გააძევეს, რაც კიდევ უფრო ართულებს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო განაცხადების განხილვის პროცესს“, – თქვა ანიტა ჰიპერმა.
ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის დონეზე მიმდინარეობს დისკუსიები წევრ ქვეყნებთან კოორდინაციის უზრუნველსაყოფად.
0
0