11/05/2023
13:46
ეკონომიკა
АТОР-ის ვიცე პრეზიდენტი, არტურ მურადიანი, რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებზე აკრძალვის მოხსნას გამოეხმაურა:
"რუსები, რა თქმა უნდა, თბილისის გავლით ევროპასა და სხვა ქვეყნებში უფრო იაფად ფრენას შეძლებენ და საქართველოს ჰაბად გამოიყენებენ.
დამატებითი ალტერნატივით, ვფიქრობ, საქართველოში ფრენებით გადამზიდველებიც დაინტერესდებიან.
განვითარდა რა როგორც საერთაშორისო მიმართულება ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე, საქართველომ შეძლო მრავალი საფრენი პროგრამის განხორციელება. ის შეიძლება გახდეს როგორც სტამბოლის, ისე ახლო აღმოსავლეთის ალტერნატივა. და, კერძოდ, სერბეთის ალტერნატივა, ტურისტული მიმზიდველობის და, სავარაუდოდ, ფასის ფორმატის გამო.
ბოლო წლებში რუსი ტურისტების ნაკადი საქართველოში მაღალი რჩებოდა. ის ასიათასობით მოგზაურს შეადგენდა, მაგრამ ორგანიზებული ტურისტული ნაკადი 2019 წლის შემდეგ არ გვინახავს. ახლა ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ წელიწადში ნახევარ მილიონ ტურისტს", აცხადებს არტურ მურადიანი, АТОР-ის ვიცე პრეზიდენტი, Solovyov Live-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
0
0