27/02/2022
15:13
მსოფლიო
ტრასის თქმით, ბრიტანეთში შედგა რუსი ოლიგარქების სია, ყოველ რამდენიმე კვირაში ერთხელ, ხელისუფლება დაბლოკავს მათ კერძო თვითმფრინავებსა და სხვა ქონებას.
„თუკი რუსები სერიოზულად მიუდგებიან მოლაპრაკებებს, მათ უნდა გაიყვანონ თავისი ჯარები უკრაინიდან. ისინი ვერ აწარმოებენ მოლაპარაკებებს იარაღით, რომლებიც უკრაინელებზე აქვთ მიბჯენილი... ასე რომ, სიმართლე გითხრათ, მე არ ვენდობი მოლაპარაკებების ძალისხმევას. მე შევადგინე ოლიგარქების სია, რომლებიც დარტყმის ქვეშ მოხვდებიან. ვმუშაობთ იმაზე, რომ გავაერთიანოთ ეს შემთხვევები და ყოველ რამდენიმე კვირაში ერთხელ, სიაში შევიყვანთ ახალ-ახალ ოლიგარქებს. იქნება სანქციების მუდმივი პროგრამა. ვერსად დაიმალებიან“ ,- განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, სანქციებს დასჭირდება დრო, რომ ზემოქმედება მოახდინოს არა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკაზე, არამედ მოსკოვის სამხედრო მანქანაზეც.
„ეს შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე წელი, რადგან ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს ძლიერი ძალა აქვს და ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები მამაცები არიან, რომლებიც მომართული არიან, დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, - დასძინა მინისტრმა.
0
0