19/04/2023
08:11
სპორტი
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც „ნაპოლიმ“ სახლში „მილანის“ წინააღმდეგ 1:1 ითამაშა და ტურნირს გამოეთიშა, ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართა.
„რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო. ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება!“ - დაწერა ხვიჩა კვარაცხელიამ Instagram-ზე.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდნენ „მილანის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრაში, მაგრამ ნეაპოლელებმა „როსონერისთან“ ფრედ, 1:1 ითამაშეს და ორი მატჩშის ჯამში ნაჩვენები შედეგით ასპარეზობას გამოეთიშნენ.
0
0