21/06/2023
08:41
სპორტი
შოტლანდიის დედაქალაქ გლაზგოში, „ჰემპდენ პარკზე" ევროპის შესარჩევი ტურნირის A ჯგუფის ერთპიროვნულმა და უდანაკარგო ლიდერმა შოტლანდიამ საქართველოს უმასპინძლა.
მეტად უჩვეულოდ რთულ პირობებში დაწყებული მატჩის მე-6 წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ და 3 წუთში მსაჯმა თამაში შეწყვიტა.
წვიმის გადაღების და მინდვრის შედარებით მოწესრიგების შემდეგ თამაში განახლდა.
შეხვედრის პირველ ნახევრის დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, მეორე ნახევრის დასაწყისშივე კი მასპინძლებმა მეორედ აიღეს მამარდაშვილის კარი.
შეხვედრის 90+4' წუთზე ხელით თამაშისთვის მასპინძელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ხვიჩა კვარაცხელიამ კარს ზემოდან გადააცილა.
შოტლანდიამ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და ჯგუფში სულ მცირე მეორე ადგილის დაკავებაზე მეტად სერიოზული განაცხადი გააკეთა.
მომდევნო შეხვედრებს საქართველო 8 სექტემბერს შინ, ესპანეთთან და 11 სექტემბერს გასვლაზე, ნორვეგიასთან გამართავს.
0
0