07/08/2024
17:55
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გუნდს ე.წ. უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი წარუდგინა. რაულ ლოლუას დანიშვნის შესახებ განკარგულებას ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერმა ხელი 6 აგვისტოს მოაწერა.
ბჟანიამ „უშიშროების საბჭოში“ მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა „საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად“ დანიშნულ სერგეი შამბას და წარმატებები უსურვა ახალ თანამდებობაზე.
სააგენტო Apsnypress-ის ცნობით, სერგეი შამბამ ბჟანიას მადლობა გადაუხადა და განაცხადა:
„მსოფლიოში ვითარება შეიცვალა, ის სერიოზულ და ახალ მიდგომებს მოითხოვს. ჩვენ უნდა შევაფასოთ მსოფლიოში და ჩვენს გარშემო არსებული რეალური ვითარება. რთული დრო მოითხოვს ჩვენგან სერიოზული, მოზომილი ნაბიჯების გადადგმას. თუ პატარა შეცდომას დაუშვებ, შეიძლება ბევრი უბედურება გამოიწვიოს. ჩვენ ვცხოვრობთ გლობალური ცვლილებების ეპოქაში. მსოფლიო სისტემის რესტრუქტურიზაცია ყოველთვის სავსეა გლობალური შოკებით. თქვენ უნდა აირჩიოთ სწორი გზა. ჩვენ გვაქვს ალიანსი დიდ სახელმწიფოსთან. ეს გვაძლევს ჩვენი უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავატაროთ პატიოსანი და სწორი პოლიტიკა ჩვენი მოკავშირისა და ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს მიმართ“ - დასძინა შამბამ.
0
0