23/10/2024
16:29
არჩევნები 2024
„ყალბია ნაცტელევიზიების დადგმული ფარსი სახელწოდებით “რატომ მიდიხართ აქციაზე” და ყალბია საჯარო მოხელე ნანა მალაშხიას პათოსი-“გავათავისუფლოთ საჯარო სამსახური პარტიული გავლენისგან“- ამის შესახებ ცხოველთა მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს.
ლაშა გეგეჭკორი კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრს ნანა მალაშხიას კითხვის სახით მიმართავს და აღნიშნავს, დაასახელოს თავის განცხადებაში რომელ პარტიულ გავლენას გულისხმობს და ვინ დაუშალა ოპოზიციურ შეკრებაში მონაწილეობის მიღება.
„ეს ტელევიზიები იგივე შეკითხვას არ უსვამდნენ 20 ოქტომბრის ოპოზიციური შეკრების მონაწილე,
N4 საარჩევნო სუბიექტის(გვარამია-მელია-გირჩი-დროა)საარჩევნო სიის N1 წევრს ნანა მალაშხიას,
რომელიც ასევე საჯარო მოხელეს წარმოადგენს.
“ხმა დაუჭირეთ ცვლილებებს, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გაათავისუფლებს საჯარო სამსახურს პარტიული გავლენებისგანო”
-ქალბატონი ნანას ამ სიტყვებით ტრიალებს ნაცპროკურორი გვარამიას პარტიის საარჩევნო რგოლი და მინდა ვკითხო თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მოქმედ მთავარ სპეციალისტ ნანა მალაშხიას:
რომელ პარტიულ გავლენას გულისხმობთ, ვინ და როდის დაგიშალათ ოპოზიციურ შეკრებაში მონაწილეობის მიღება, ან ოპოზიციური პარტიის საარჩევნო სიაში ყოფნა და ვინ გაგათავისუფლათ სამსახურიდან ამის გამო.
თუ გიფიქრიათ-რა დაგემართებოდათ თქვენი,
N4 საარჩევნო სუბიექტის ნებისმიერი ლიდერის მმართველობის პერიოდში…
ამიტომ, ყალბია ნაცტელევიზიების დადგმული ფარსი სახელწოდებით “რატომ მიდიხართ აქციაზე” და ყალბია საჯარო მოხელე ნანა მალაშხიას პათოსი-“გავათავისუფლოთ საჯარო სამსახური პარტიული გავლენისგან.”
მეც თბილისის მერიაში ვმუშაობ, საჯარო მოხელე ვარ და აბა მკითხეთ, რატომ მივდივარ დღეს “ქართული ოცნების” ღონისძიებაზე!“-წერს ლაშა გეგეჭკორი.
0
0