რომან აბრამოვიჩს 7 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები გაუყინეს
13/04/2022
20:03
მსოფლიო
A-
+A
ჯერზის კუნძულის სასამართლომ რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს 7 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები გაუყინა.
„სამეფო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 7 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივების გაყინვის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ბატონ აბრამოვიჩთან და მდებარეობს ჯერზიში ან ეკუთვნის კუნძულზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს“, - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.
რომან აბრამოვიჩი იმ რამდენიმე მდიდარ რუსს შორის არის, რომლებსაც გასულ თვეში ბრიტანეთმა და ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო სანქციები დაუწესეს.
ჯერზის კუნძული წარმოადგენს ბრიტანეთის დაქვემდებარებაში მყოფ გვირგვინის მიწას, რომლის წარმომადგენელი და დამცველი დიდი ბრიტანეთის მთავრობაა.
0
0
375
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%