03/10/2022
18:05
მსოფლიო
ავსტრალიის ნიუ კურტინის უნივერსიტეტში მეცნიერებმა დაადგინეს თუ როგორი იქნება შემდეგი სუპერკონტინენტი დედამიწაზე. ამ პროგნოზის დადგენაში მათ სუპერკომპიუტერი დაეხმარათ. მეცნიერების გამოთვლების მიხედვით, შემდეგი სუპერკონტინენტი 200-300 მილიონი წლის შემდეგ შეიქმნება და ჩრდილოეთ, სამხრეთ და აზიის კონტინტებს გააერთიანებს.
წყნარი ზედაპირის ქვეშ ჩვენი პლანეტა მასიურ ტექტონიკურ ძვრებს განიცდის, თუმცა მისი შედეგები მხოლოდ მილიონობით წლის შემდეგ ხდება თვალსაჩინო.
ნიუ კურტინის უნივერსიტეტში, დედამიწის დინამიკის კვლევის ჯგუფმა და პლანეტარული მეცნიერებისა და დედამიწის სკოლამ სუპერკომპიუტერი გამოიყენეს, რათა უზარმაზარი ტექტონიკური ფილების მოძრაობის შედეგები ევარაუდათ.
უკანასკნელი ორი მილიარდი წლის მანძილზე, დედამიწის კონტინენტები ერთმანეთს არაერთხელ შეჯახებიან და არაერთხელ გაერთიანებულან ერთ სუპერკონტინენტად. კონტინენტების შეერთება ყოველ 600 მილიონ წელში ხდება და ამ ფენომენონს სუპერკონტინენტური ციკლი ეწოდება.
700 მილიონი წლის წინ, უკანასკნელმა სუპერკონტინენტმა პანგეამ დაშლა დაიწყო და მაშინდელი სუპეროკეანე, პანთალასა, დაპატარავდა. ოკეანე დედამიწაზე მაშინ იყო უდიდესი როცა აქ დინოზავრები ბინადრობენ. სუპეროკეანის ნარჩენი წყნარი ოკეანეა, რომელიც დღესაც კი ყოველწლიურად სანტიმეტრებით ვიწროვდება.
მეცნიერების პროგნოზის თანახმად წყნარი ოკეანე დავიწროვებას გააგრძელებს და 200-300 მილიონი წლის შემდეგ აზიასა და ამერიკას მიამჯენს ერთმანეთს. მომავალ სუპერკონტინენტს ამაზია უწოდეს.
შედარებით ახალი კონტინენტები, როგორებიც ინდოეთის და ატლანტის ოკეანეები არიან, შემდეგი ტექტონური მოძრაობების შედეგად არ შემცირდებიან. ავსტრალია კი აზიას ამერიკის კონტინენტებამდე შეეჯახება.
გარემო, ეკოსისტემები, კულტურები, პოლიტიკა - ეს ყველაფერი დღევანდელი 7 კონტინენტის გეოგრაფიული მდებარეობითა და მდგომარეობითაა განპირობებული. საინტერესოა როგორ შეცვლის სუპერკონტინენტის ჩამოყალიბება სიცოცხლეს დედამიწაზე.
მეცნიერების თქმით მომავალი სუპეროკეანის წყლის დონე შედარებით დაბალი იქნება, სუპერკონტინენტის შიდა ცენტრალური ტერიტორიას არიდული (მშრალი) ჰავა მოიცავს და დღის საშუალო ტემპერატურა მოიმატებს.
კვლევა წინა კვირას ჟურნალ National Science Review-ში გამოქვეყნდა.
წყარო: Interesting Engineering
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0