17/12/2021
10:07
საზოგადოება
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ფოთში. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა მოსალოდნელი ზუგდიდშიც. დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. იწვიმებს.
მესტიაში თოვლი და +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.
+10 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.
გორში ნალექიანი დღე და +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.
გუდაურში თოვს. დღისით +2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.
უნალექო დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +12 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.
რუსთავში უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი.
0
0