25/06/2023
15:41
კულტურა
მიშო სულუხია ერთ-ერთია იმ ქართველი მომღერლებისგან, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ მოსკოვში, ერთ-ერთ დაბადების დღეზე იმღერეს. ამ ვიდეოს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება და კრიტიკაც მოყვა.
მიშო სულუხია წერს:
"უიჰჰ, როგორც იქნა მეც გავეხვიე ერთ ნორმალურ სკანდალში
კი ოკუპანტ ქვეყანაში 6 წლის უნახავი დის სანახავად და მეგობრის დაბადების დღეზე ჩავედი, ჩემი მეგობრის! სცენაზეც ავედი. ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ეს კონცერტი იყო და ამაში ფული ავიღე?
არა, არ არის მართალი.
საზოგადოების მოტყუება ცუდი საქმეა, არ ვიცი ეს ვინ გააკეთა, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს არც კონცერტი და არც არანაირი მნიშვნელობის მქონე ღონისძიება არ ყოფილა. ქართველი გოგონას დაბადების დღე იყო და იქ შეკრებილი ადამიანებიც ქართველები იყვნენ…
საჯარო შეფასებების დროს სწორი ინფორმაციის ცოდნა და უფრო მეტი ინტელექტის გამოვლენაა საჭირო, ვიდრე სოსო პავლიაშვილის გვერდით დადგომა სამშობლოს ღალატად ფორმულირებაა," – წერს მიშო სულუხია.
შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძემ, დათო ხუჯაძემ, ხვიჩა მაღლაკელიძემ, სოსო პავლიაშვილმა, მიშო სულუხიამ და სხვა ქართველმა მომღერლებმა რუსეთში ერთ-ერთ კორპორატიულ საღამოზე იმღერეს.
ამ ვიდეოს გავრცლებეის შემდეგ, ბოდიში მოიხადა ნუცა ბუზალაძემ, განმარტება გააკეთა მაღლაკელიძემ.
ასევე, ცნობილი გახდა, თუ ვის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ ჩამოთვლილი მომღერლები.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024