29/11/2023
19:48
კულტურა
ამერიკული "Voice"-ის ქართველ მონაწილეს, ნინი ბრეგვაძეს ახლა ქართველების დახმარება სჭირდება. იმისათვის, რომ ნინი ბრეგვაძე, პროექტში დარჩეს მას ხალხის ხმები სჭირდება.
ამერიკაში მცხოვრები საბა ვაჩიბერიძე, რომელიც ნინის მეგობარია და კონკურსის დაწყების დღიდან გვერდში უდგას, საზოგადოებას მიმართავს და ხმის მიცების პროცედურებს და წესებს აცნობს:
"მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ გაიზიარეთ ნინის ამხელა წარმატება. მოხვდე საუკეთესო 12 კონკურსანტს შორის, ისეთ პროექტში, როგორიც "ვოისია" ძალიან რთულია, თან ამ სეზონზე, სადაც ყველაზე დიდი კონკურენცია იყო - პროექტის ისტორიაში ყველაზე მეტი 4 სკამი სწორედ ამ სეზონზე მობრუნდა. შემდეგი ეტაპი უკვე ლაივ შოუებია, სადაც თითოეული ხმა ძალიან მნიშვნელოვანია.
ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს მივმართავ ძალიან დიდი თხოვნით, გადმოწეროთ პროექტის აპლიკაცია და დარეგისტრირდეთ - 1 იმეილით 1 ხმის დაფიქსირება მოხდება, მხოლოდ 1 კონკურსანტზე.
ხმის მიცემა ასევე შესაძლებელი იქნება ტელეკომპანია NBC-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე: https://voice.vote.nbc.com
აპლიკაციის ლინკი ანდროიდზე: https://play.google.com/store/apps/details
აპლიკაციის ლინკი აიოსზე: https://apps.apple.com/…/the-voice-official-app…/id910608607
ხმის მიცემა შესალებელი იქნება 4 დეკემბერს პირდაპირი ეთერის დასრულებისთანავე, ნიუ იორკის დროით დაახლოებით 10 საათზე და გაგრძელდება მთელი ღამე. დილით ხმის მიცემა შეწყდება. სამშაბათს 5 დეკემბერს, პირდაპირ ეთერში დასახელდება 8 მონაწილე, რომელიც ნახევარფინალში იმღერებს. გამოცხადდება 4 აუთსაიდერი, რომელიც იმღერებს გადარჩენისთვის. გამოსვლების შემდეგ გაიხსენება 5 წუთიანი ხმის მიცემა, სადაც უნდა მოხდეს ხმების დაფიქსირება (ეს იმ შემთხვევაში თუ ნინი აუთსადერებს შორის მოხვდა)."
0
0