30/05/2023
15:21
კულტურა
სიმღერის ყველაზე პოპულარულ კონკურსში, American Idol-ში მონაწილეობის შემდეგ, ნუცა ბუზალაძის ამერიკული წარმატება გრძელდება.
ახლახან გამოვიდა ნუცას ახალი სიმღერის ALIVE-ის აკუსტიკური ვერსია, რომელზე გადაღებულ ვიდეორგოლსაც ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით სხვადასხვა ხალხმრავალ ადგილას დიდ ეკრანზე აჩვენებენ.
ვიდეოს აჩვენებენ მათ შორის, ნიუ-იორკში, ტაიმზ-სკვერზე.
მომღერალმა ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში თავის ათასობით გულშემატკივარს გაუზიარა.
ნუცას ფანები მისით ამაყობენ და საქებ სიტყვებს არ იშურებენ.
"აი, რა ვთქვა, არ ვიცი! შენ საქართველოს სიამაყე კი არ ხარ მხოლოდ, იმედი გახდი ბევრი ბავშვისთვის, მაგალითი გახდი, როგორ შეიძლება იშრომო და გამოგივიდეს, როგორ შეძელი ეს ასე პატარამ, ასე სუფთად როგორ იცხოვრე და როგორ გამოგივიდა?! გვიყვარხარ, ნუცა!"
"ძალიან დიდი სიყვარული ჩემგან, სამაგალითო ადამიანია, ბევრი, ძალიან ბევრი გაიზრდება ნუცას სამოტივაციო ვიდეოებზე. წარმატებული უკვე ხარ, რადგან საკუთარი ძალების გჯერა და უამრავს მუშაობ ამისთვის. ძალიან ბევრი მოსაფერებელი სიტყვა მინდა დავწერო".
"ნუცა საოცრება ხარ.... გული სიამაყით მაქვს სავსე, ჩვენი ბრილიანტი ხარ, შენმა ვარსკვლავებმა დაიწყო კაშკაში, ჩვენო უნიჭიერესო. დარწმუნებული ვარ, სულ მალე დიდი სცენიდან კიდევ ერთხელ გააცნობ მთელ მსოფლოს შენს უსაყვარლეს, ულამაზეს, ბაღნარ სამშობლოს და იტყვი I am from Georgia და ფეხზე წამოდგება მრავალათასიანი დარბაზი", - წერენ კომენტარებში.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024