23/12/2021
12:03
საზოგადოება
ჩვენ გიამბობთ როგორ უნდა ჩაიფიქროთ სურვილი 2022 წლისთვის, რომ ის აუცილებლად ახდეს.
რამდენჯერმე ჩაიფიქრეთ და არასოდეს აგიხდათ? ასეთი იმედგაცრუება ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გამოუცდია. რა თქმა უნდა, ნამდვილი სასწაულები იშვიათად ხდება და ნებისმიერი ოცნების ასრულებას ბევრი შრომა და მოტივაცია სჭირდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი გეგმებისა და სურვილების ასრულება პირდაპირ კავშირშია ჩვენს გუნება-განწყობასა და მონდომებასთან. ტყუილად არ ამბობენ. რომ ვისაც ძალიან უნდა, მიზანს აუცილებლად მიაღწევს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, წარმატება გარკვეულწილად იმაზეცაა დამოკიდებული ახალ წელს როგორ ვხვდებით.
საახალწლო სურვილი რომ 100%-ით ახდეს, ყურადღება მიაქციეთ როგორ ჩამოაყალიბებთ მას, რა სიტყვებს გამოიყენებთ და რა მნიშვნელობას მიანიჭებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენს სიტყვებს და აზრებს უზარმაზარი ძალა და გავლენა აქვთ. ადამიანის აზრები მატერიალურია, ამიტომ სურვილის ჩაფიქრების დროს ნუ გამოიყენებთ "არა" ნაწილაკს. მაგალითად, „არ მინდა ძველი ტელეფონი“ ასეთი სურვილით შეცვალეთ „მინდა ახალი ტელეფონი მქონდეს“. სურვილის ამგვარად ჩამოყალიბებით ის უფრო დაკონკრეტდება და ძლიერი ენერგია ექნება. სურვილი მხოლოდ კარგ ხასიათზე უნდსა ჩაიფიქროთ. გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება სხვას ცუდი უსურვოთ. ასეთ სურვილებს ასრულება არ უწერიათ, სამაგიეროდ, ბოროტები ენერგია შეიძლება თქვენთან დაბრუნდეს. თუ სურვილის სიტყვებით ჩამოყალიბება გიჭირთ, სჯობს ფურცელზე ჩამოწეროთ ან დახატოთ.
თუ თქვენი სურვილები ფინანსებს უკავშირდება, უმჯობესია დააკონკრეტოთ, ამ ფულით რისი გაკეთება გსურთ. მაგალითად, „მე მინდა მილიონი დოლარი"-ს ნაცვლად, სასურველია თქვათ "მე მინდა ახალი, დიდი სახლი და ბევრი მოგზაურობა".
1. დაწერეთ წერილი
სურვილებით სავსე წერილის შეგიძლიათ როგორც თოვლის ბაბუას, ასევე საკუთარ თავს გაუგზავნოთ. ეს თქვენი სურვილის ვიზუალიზაციასა და ~ სრულყოფაში დაგეხმარებათ. დაწვრილებით დაწერეთ რა გსურთ. წერილი შეიძლება ელექტრონული ან ხელნაწერი იყოს. სხვათა შორის, ბევრ ელ.ფოსტის ყუთს აქვს თქვენთვის მომავალში წერილის გაგზავნის ფუნქცია და შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასევე შეგიძლიათ თოვლის ბაბუას ხელნაწერი წერილი გაუგზავნოთ.
2. დაწვით სურვილების ფურცელი
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ვარიანტია. აიღეთ პატარა ფურცელი და სურვილები ჩამოწერეთ. სურვილების ფურცელი საახალწლო სუფრაზე, თეფშის ქვეშ დამალეთ და ძველი წლის ბოლო წუთს დაწვით. ფერფლი შამპანურის ჭიქაში ჩაყარეთ და სასმელი ზუსტად შუაღამეს დალიეთ. სურვილით აუცილებლად ახდება.
3. აანთეთ საახალწლო შუშხუნა
ე.წ. ბენგალური ცეცხლი ძველი წლის უკანასკნელ წუთს უნდა ანთოთ - ის თქვენი სურვილის ნაპერწკალს განასახიერებს. ნამწვის გადაგდებას ნუ იჩქარებთ და სურვილის ასრულებამდე შეინახეთ.
4. სურვილების ფურცელი ბალიშის ქვეშ შეინახეთ
თუ ახალი წლის მოსვლა უკვე აღნიშნეთ და დაძინებას აპირებთ, სურვილები ცალ-ცალკე, პატარა ფურცლებზე ჩამოწერეთ და ბალიშის ქვეშ შეინახეთ. 1 იანვარს, ბალიშის ქვეშ ხელი შეყავით და ერთ-ერთი ფურცელი გამოიღეთ. სურვილი, რომელიც ხელში პირველად მოგხვდებათ, აუცილებლად ახდება და ამაზე შავი წყლის ვეფხვი იზრუნებს.
5. ჩადეთ სურვილების ფურცელი ცარიელ ბოთლში
ჩადეთ სურვილების ფურცელი ცარიელი შამპანურის ბოთლში და კარადაში, ყველაზე მიუწვდომელ ადგილზე დამალეთ. მთავარია, რომ მთელი წლის განმავლობაში მას თვალი ვერავინ მოკრას. ბოთლის დამალვის შემდეგ სურვილები კიდევ ერთხელ, უკვე ხმამაღლა უნდა გაიმეოროთ და აუცილებლად აგისრულდებათ.
როგორ ჩავიფიქროთ სწორად სიყვარულთან დაკავშირებული სურვილები?
თუ სიყვარულთან დაკავშირებული სურვილის ჩაფიქრებას აპირებთ, ეცადეთ საკუთარ თავს კონკრეტული საზღვრები არ დაუწესოთ. ბედნიერებას და სიყვარულს დრო სჭირდება. დროის შეზღუდვების დაწესებით, შეიძლება ბედი დააფრთხოთ.
კარგი იქნება, რომ ახალ წელს, შეყვარებულთან ერთად შამპანური დალიოთ და ერთად ყოფნა მთელი გულით ისურვოთ. ამ დროს სიტყვები მკაფიოდ უნდა წარმოთქვათ, რომ საკუთარი აზრები მაქსიმალურად დააკონკრეტოთ.
წითელი სანთელი სიყვარულს უკავშირდება, ამიტომ სასურველია სახლში რამდენიმე წითელი სანთელი აანთოთ და ძველი წლის ბოლო წუთს სურვილის ჩაფიქრებასთან ერთად ჩააქროთ.
წითელი სანთელი სიმბოლურად შუქს განასახიერებს, რომელიც ურთიერთობებს ათბობს.
როგორ ჩავიფიქროთ სწორად ფულთან დაკავშირებული სურვილები?
იმისთვის, რომ ახალ წელს ფინანსური იღბალი მოიზიდოთ, აიღეთ ნებისმიერი ბანკნოტი და შამპანურის ჭიქას შემოახვიეთ. ზუსტად შუაღამეს სურვილი ჩაიფიქრეთ და ფული როგორც თილისმა შეინახეთ.
0
0