31/08/2024
17:53
სპორტი
ყველა ფეხბურთელისთვის მთავარი ოცნება და მიზანი ეროვნულ ნაკრებში თამაშია – როდესაც ეს ოცნება რეალობად მექცა, იმ მომენტში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი - აამბობს საქართველოსეროვნული ნაკრების დებიუტანტი შოთა ნონიკაშვილი.
მისი თქმით, ჩეხეთთან და ალბანეთთან ერთა ლიგაზე ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გვაქვს. მოტივაციაზე ლაპარაკი ზედმეტია იმის შემდეგ, რაც ჩვენმა ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით და იქ მიღწეულით ქვეყნისთვის გააკეთეს.
„ყველა ფეხბურთელისთვის მთავარი ოცნება და მიზანი ეროვნულ ნაკრებში თამაშია – როდესაც ეს ოცნება რეალობად მექცა, იმ მომენტში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი.
ასაკობრივი ნაკრებები ერთად გამოვიარე კვარაცხელიასთან, დავითაშვილთან, მამარდაშვილთან და აზაროვთან ერთად. ქოჩორაშვილთან, გოჩოლეიშვილთან და ალთუნაშვილთან „იბერიიდან“ ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და მიხარია, რომ ნაცნობ გარემოში მომოწევს ჩამოსვლა.
ჩეხეთთან და ალბანეთთან ერთა ლიგაზე ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გვაქვს. მოტივაციაზე ლაპარაკი ზედმეტია იმის შემდეგ, რაც ჩვენმა ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით და იქ მიღწეულით ქვეყნისთვის გააკეთეს. იქიდან მოყოლებული ისეთი მუხტია, რომ ამ შეხვედრებს იდეალური განწყობით ვხდებით.
11 წელი „იბერიაში“ ვითამაშობდი და კლუბის მადლიერი ვარ. ის ჩემთვის მეორე ოჯახია და დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, დღეს ეროვნული ნაკრების წევრი რომ ვარ. იქ მიღებული გამოცდილება, ჩემი აზრით, ნაკრებშიც და ახალ კლუბშიც, „ჩერკასში“ ძალიან დამეხმარება“, – ამბობს საქართველოს ნაკრების დებიუტანტი.
0
0